ყველაფერი მარცვლიდან იწყება 
სიახლე
15 ოქტომბერი, 2013
ბევრილი ჯგუფს გააჩნია საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების მსხვილი პარკი,დისტრიბუციის სამსახური და საწყობების სისტემა. სატრანსპორტო საშუალებები შედგება როგორც დიდი ტვირთამწეობის ავტომობილების,ასევე საშუალო და მცირე ტვირთების გადასაზიდი ავტოტრანსპორტისაგან.დისტრიბუციის სამსახური საქართველოს  70-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მომსახურებას მოიცავს. სასაწყობე მეურნეობა განლაგებულია თბილისში, ფოთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში და შედგება სხვადასხვა ზომის და შენახვის პირობების მქონე საწყობებისგან.
07 ოქტომბერი, 2013

ბევრილი ჯგუფი აწარმოებს პოლიპროპილენის ტომრებს, რომლებიც გამოიყენება როგორც ფქვილის, ასევე სხვა საკვები პროდუქტების შეასაფუთად. თანამედროვე მაღალტექნოლოგიური  Bormag-ის და Starling-ის აპარატურა,ხარისხიანი ნედლეული,ხარისხის მუდმივი კონტროლი და გამოცდილება,წარმოების სრული ციკლი 

დაწყებული ძაფის ექტრუზიით,  დამთავრებული ფლექსოგრაფიული ბეჭდვით, შესაბამის პირობებს ქმნის იმისათვის, რომ სრულად დაკმაყოფილდეს პოლიპროპილენის ტომრების წარმოებაში არსებული საერთაშორისო სტანდარტები და  მოთხოვნები.

04 სექტემბერი, 2013

ბევრილი ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი მიმართულება პურ- პროდუქტების წარმოებაა, რაც  ულტრათანამედროვე გერმანული კომპანიაMIWE -ს დანადგარებით ხორციელდება.უნიკალური რეცეპტურების გამოყენებით  იწარმოება  პურის 5-ზე მეტი სახეობა, ასევე ფუნთუშეულის 10-ზე მეტი  დასახელების პროდუქტი „ტიბა“-ს  ბრენდის ქვეშ.

  ბევრილი ჯგუფის მიერ პურ-პროდუქტების წარმოებაში ახალი სიტყვა ითქვა და მნიშვნელოვანი  ნაბიჯი გადაიდგა  ცხობის ახალი ტრადიციის დასამკვიდრებლად.

01 იანვარი, 2013
2013 წლის პირველ იანვარს, ქალაქ ფოთში ექსპლუატაციაში შევიდა ახალი წისქვილკომბინატი.
12 ნოემბერი, 2005