ყველაფერი მარცვლიდან იწყება 
სასარგებლო რჩევები

____  შინაური პური ____________________________________


 
ინგრედიენტები:
650 მლ თბილი წყალი
1 ჩაის კოვზი შაქარი
2 ჩაის კოვზი მარილი
2 ჩაის კოვზი საფუარი
1 კგ ფქვილი

მომზადება:
მოზილეთ რბილი ცომი, სათითაოდ დაუმატეთ ინგრედიენტები.  ცომი თბილ ადგილას დადგით, რომ ამოვიდეს. 
როცა კარგად აფუვდება, ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ცომი ფორმებში მოათავსეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ. 
შემდეგ გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთით.



____  თეთრი პური ____________________________________



 ინგრედიენტები:
1/2 ლიტრი თბილი რძე 
1 ბრიკეტი საფუარი
1 ჩაის კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი მარილი
1 კგ ფქვილი
6 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი
კარაქი ფორმისათვის

მომზადება
:

საფუარი და შაქარი გახსენით რძეში. შეურიეთ ერთმანეთს მარილი და გაცრილი ფქვილი, დაასხით საფუარიანი  რძე, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და დაუმატეთ კარაქი. მოზილეთ 10 წუთის განმავლობაში. დააფარეთ და დადგით ასაფუებლად 30 წუთით. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გადაზილეთ, ჩადეთ ფორმაში, დააფარეთ და კვლავ დადგით 30 წუთით. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. პურის ზედაპირი დანით სიგრძეზე ჩაჭერით და გადაუსვით თბილი წყალი. აცხვეთ 60-70 წუთის განმავლობაში.