ყველაფერი მარცვლიდან იწყება 
ისტორია


 

კომპანიამ თავისი საქმიანობა 2004 წელს დაიწყო.თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში. 45000 ტერიტორიაზე აშენდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი,უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი კომპლექსი,რომელიც მოიცავს წისქვილს,სილოსებს,სასაწყობო მეურნეობას და სხვა აუცილებელ საშუალებებს ევროპული ხარისხის პროდუქციის (ფქვილი,ქატო,ღერღილისაწარმოებლად.

 

 

კომპანია აფართოებს თავის საქმიანობას და  თანამედროვე გერმანული დანადგარებით საგანდებოდ აღჭურვილ  საწარმოში იწყებს პოლიპროპილენის ტომრების წარმოებას,   რაც  მოიცავს წარმოების სრულ ციკლს: დაწყებული ძაფის ექტრუზიით, დამთავრებული ფლექსოგრაფიული ბეჭდვით. ტომრების საწარმო სრულად აკმაყოფილებს პოლიპროპილენის ტომრების წარმოებაში არსებულ ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს.

 


 

მარცვლეულის იმპორტის და გადამუშავების ბაზარზე პოზიციების გაძლიერების და კიდევ უფრო გამყარების მიზნით კომპანიას დაემატა ახალი გადამამუშავებელი  350 ტონა /დღე-ღამეში წარმადობის ხაზი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში შევიდა, საქართველოში ერთადერთი ცეხვილი ( შავი) ფქვილის და სიმინდის გადამუშავების 90 ტონიანი წარმადობის წარმოება, რომელიც როგორც ფქვილის, ასვე ღერღილის გამოშვებას უზრუნველყოფს.

 


 

კომპანია კიდევ უფრო აძლიერებს თავის საქმიანობას  და ქმნის ახალ საწარმოო სიმძლავრეებს. ფოთში 15 000 მ2 ტერიტორიაზე  შენდება უახლესი დანადგარებით აღჭურვილი  წისქვილკომბინატი, რომლის წარმადობა დღე-ღამეში 350 ტონას შეადგენს. ფოთის  წისქვილკომბინატი უმაღლესი და  პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილსა და ქატოს აწარმოებს.  

 

 

 

კომპანიის საქმიანობის სფეროები გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და  

მარცვლეულის იმპორტისა და გადამუშავების სფეროებს გაცდა.  დადგა  სერიოზული ცვლილებების განხორციელების  საჭიროება როგორც მართვის, ასევე მარკეტინგული თვალსაზრისით.

2013 წელს განხორციელდა კომპანიის სრული რებრენდინგი, შეიცვალა  კორპორატიული ბრენდის ძირითადი მახასიათებელები: პოზიციონირებიდან დაწყეbული მისიით და ხედვით დამთავრებული.

დღეს უკვე  კომპანიათავის საქმიანობას ახალი სახელით აგრძელებს - მარცვლეულის უმსხვილესი იმპორტიორი, გადამამუშავებელი და საკვები პროდუქტების მწარმოებელი  საქართველოში „ბევრილი ჯგუფი“ !